„ფერმა“ – 8 მაისს, 14:00

13:43, 05.05.2022

წყალტუბოს რაიონში აგროჰოლდინგის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტი – 20 ჰექტარზე გაშენებული ლურჯი მოცვის პლანტაციები. ნახეთ მეურნეობა, რომელიც უახლესი ცოდნის საფუძველზე შეიქმნა. გაიგეთ როგორი მოვლა-პატრონობა სჭირდება ლურჯ მოცვს და რამდენად მოთხოვნადი პროდუქტია ის ადგილობრივ თუ მსოფლიო ბაზარზე!

რუბრიკაში „არტიშოკი“ ნახეთ ლაგოდეხში, ნაკრძალთან ახლოს, ერთი ნიჭიერი კაცის კრეატიული აგროგარემო – სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი მცენარეებით შექმნილი დენდროლოგიური პარკი და გაიცანით ვიქტორ კერვალიშვილი, შემოქმედი ფერმერი, რომელიც ყოველ ზაფხულს აწყობს ბლუზის ფესტივალს და ამბობს, რომ ლაგოდეხი მუსიკით გააფერადა.

მსგავსი