„ფერმა“ – 6 დეკემბერს, 15:30

16:34, 04.12.2020

გორის რაიონის სოფელი სკრაში 10 ჰექტარზე გაშენებული სანერგე, მამაპაპის ტრადიციის გაგრძელება ევროპული გამოცდილებით, გამოცდილი მენერგის რჩევები, რა უნდა ვიცოდეთ ნერგის შეძენისას და როგორ მოვუაროთ მას. ნახეთ, შემოდგომის ფერებით სავსე სანერგე და მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა კულტურის ნერგების შესახებ!
რუბრიკაში “არტიშოკი” გაიცანით ნუცა აივაზაშვილი. გოგონა, რომელმაც „ბეტონის ჯუნგლებში“ ცხოვრებას სოფელი ამჯობინა. გაიგეთ, რა ხიბლი აქვს სოფელში ცხოვრებას, როგორ უნდა გახდე ბუნების ნაწილი და იცხოვრო მასთან სრულ ჰარმონიაში!

მსგავსი