„ფერმა“ – 5 დეკემბერს, 14:00

17:23, 02.12.2021

როგორ ვითარდება აგროტურიზმი ზემო რაჭაში, გაიცანით ხეზე კვეთის ცნობილი ოსტატი, სამხატვრო სკოლის პედაგოგი, ფერმერი, თემურ გუგეშაშვილი, რომელმაც საკუთარ კარ-მიდამოში შრომის საოცარი კულტურა შექმნა და მხატვრის სახლი ონში, ტურისტების მიზიდულობის ცენტრად აქცია. ნახეთ აგროტურიზმის ფესტივალი ამბროლაურში.

რუბრიკაში „არტიშოკი“ გაიგეთ როგორია ნამდვილი გუდის ყველი. ნახეთ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდში ჩატარებული ფესტივალი „ყველის ზეიმი“, ყველის მომზადების მასტერკლასი და ადგილობრი ფერმერებისა და მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია.

აგროფესტივალების სეზონი „ფერმაში“, კვირას, 5 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე.

მსგავსი