„ფერმა“ – 28 მარტს, 15:30
უმაღლესი სტანდარტებით შექმნილი მეცხოველეობის ფერმა სოფელ ქვემო ბოდბეში, რომლის მსგავსს ევროპაშიც იშვიათად შეხვდებით. სწორად გამოყენებული მნიშვნელოვანი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და ცხოველთა კეთილდღეობაზე მუდმივი ზრუნვა. როგორი მოვლა-პატრონობა და კვების რაციონი სჭირდებათ ჰოლშტეინებს მაღალპროდუქტიულობის მისაღწევად და რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს ნედლი რძის წარმოება;
რუბრიკაში „არტიშოკი” გაიცანით 16 წლის ნიკა მანაგაძე, რომელმაც აგარაკზე, პანდემიის პირობებში, დეკორატიული ფრინველი მოაშენა. გაიგეთ როგორ ჩაერთო თბილისელი სკოლის მოსწავლე სოფლის მეურნეობაში და როგორ აპირებს აქციოს ბიზნესად საკუთარი გატაცება.