„ფერმა“ – 27 მარტს, 14:00
ახმეტის რაიონი, სოფელი მატანი, როგორ ვითარდება აქ მეცხოველეობა, რა გამოწვევებია მერძევეობის ბიზნესში და როგორ უნდა ვმართოთ ფერმა სასურველი შედეგის მისაღებად, ნახეთ, მესაქონლეთა კონკურსში მრავალგზის გამარჯვებული ფერმერის, მამუკა წილოსანის მეურნეობა!
რუბრიკაში „არტიშოკი“ ნახეთ , როგორ ახერხებს თბილისელი თორნიკე ლეკვეიშვილი ქალაქში შეფმზარეულობასთან ერთად ,სოფელში მამაპაპის კარმიდამოს მოვლას, ვენახის პატრონობას და ღვინის დაყენებას. გაიგეთ, როგორი ფერი, გემო და სურნელი აქვს მისთვის სოფელს!