„ფერმა“ – 25 ოქტომბერი, 15:30
მარტვილი, სოფელი ნაგვაზაო, შემოდგომის არტი მეგრულ ეზოებში, გასაშრობად გამოფენილი ჩირის ფარდები და ხურმის რთველი გონელი ჯღარკავას კარმიდამოში. როგორი მოვლა-პატრონობა ჭირდება ხურმას და როგორ ითვისებენ საექპორტო ბაზარს ადგილობრივი ფერმერები, ნახეთ, ერთი კაცის შრომის ისტორია ფერმაში!
საკუთარი ხელით შექმნილი ტბები და ოაზისი თბილისში. ძველი ნივთებისგან, ხის ტოტებისგან და ქვებისგან გაკეთებული დეკორაციები და ძეძვნარი, რომელიც წალკოტად იქცა. არტიშოკში გაიცანით „ამირანის ტბის“ მფლობელი ამირან ჩაფიძე და გაიგეთ, ერთი შეხედვით არაფრისგან როგორ შეიძლება ყველაფრის შექმნა!