„ფერმა“ – 25 აპრილს, 15:30

16:20, 22.04.2021

ბოლნისის რაიონის სოფელ ზვარეთში ახალგაზრდა ცოლქმრის, ქეთა ისიანის და რომიკო ბოქოლიშვილის მიერ გაშენებული ნუშის ბაღები. რა აგროტექნიკა ტარდება გაზაფხულზე, რამდენად ხარჯიანია ნუშის ბაღის მოვლა, რა პერსპექტივა აქვს ნუშის ექსპორტს და როგორ იზრდება ახალგაზრდა ფერმერების დაინტერესება მრავალწლიანი კულტურებით;

რუბრიკაში „არტიშოკი“ ნახეთ სტუდენტების მიერ პანდემიის დროს შექმნილი ორანჟერეა დიღომში, აყვავებული საკურა, იუდას ხე, ბონსაი და სხვა იშვიათი სახეობის მცენარეები. ორი ბიჭის და ერთი გოგოს მიერ შექმნილი ყვავილების სამყარო და პოზიტივი, რომელსაც მცენარეები ქმნიან.

მსგავსი