„ფერმა“ – 24 იანვარს, 15:30
„ფერმა“, ქარელის რაიონი – როგორ შექმნა და განავითარა ზაზა ხაჭაპურიძემ მეცხოველეობის ფერმა. რამდენად გაზარდა რენტაბელურობა ადგილობრივი ჯიშების ევროპულით ჩანაცვლებამ, როგორ უნდა დაგეგმოს და მართოს ფერმერმა მერძეული და მეხორცული წარმოება, როგორ ყალიბდება მომგებიან აგრობიზნესად ხაჭაპურიძეების საოჯახო მეურნეობა;
„არტიშოკში“ ნახეთ თბილისიდან ბროწეულას დასახლებაში საცხოვრებლად გადასული ოჯახი, რომელმაც აგროტურისტული საქმიანობა წამოიწყო. გაიცანით მადლიანი მიწის მადლიერი დიასახლისი გულიკო ფანჩულიძე, რომელმაც სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემო შექმნა და გაიგეთ ერთი საიდუმლო, რატომ ხარობენ გამორჩეულად ბროწეულას დასახლებაში ბროწეულები –
კვირას, 24 იანვარს, 15:30 საათზე, გადაცემაში „ფერმა“.