„ფერმა“ – 22 ნოემბერს, 15:30

19:48, 18.11.2020

ქობულეთის ერთი ლამაზი სოფელი და ფერმის ახალი წამყვანი, ნუცა გამცემლიძე პირველად მანდარინის რთველში, როგორ ასწავლა ნუცას გამოცდილმა მეციტრუსემ მანდარინის სწორად კრეფა და რა უნდა იცოდეს დამწყებმა ფერმერმა ციტრუსის მოვლა-მოყვანის შესახებ, მანდარინის ბაღთან ერთად, ნახეთ გია რომანაძის სანერგე მეურნეობაც და აღმოაჩინეთ უცხო და სასარგებლო მცენარე -კინკანი!

რუბრიკაში „არტიშოკი“ გაიგეთ, ერთი შეხედვით უცნაური ამბავი: რა კავშირი აქვს იოგას სოფლის მეურნეობასთან და რატომ არის საჭირო ბალანსის დაცვა ადამიანსა და ბუნებას შორის?! გაიცანით, გორში დაფუძნებული ცხინვალელი ბადრი ციქუბაძე და ნახეთ, როგორია სულიერ სიმშვიდეში შექმნილი მეურნეობა.

მსგავსი