„ფერმა“ – 22 მაისს, 14:00

16:48, 19.05.2022

პირველად საქართველოში და გადაცემაში „ფერმა“ ნახეთ როგორ იქმნება ახალი აგრო ისტორია! 15 000 ჰექტარზე გაშენებული ბიომრავალფეროვანი მეურნეობა უდაბნოში. ნახეთ როგორ განხორციელდა ევროპაში ყველაზე დიდი მეურნეობის პროექტი – გაუდაბნოებული ნიადაგიდან – მრავალწლიან ბაღებამდე, უდაბნოს წალკოტად გადაქცევის დაუჯერებელი ამბავი ფერმაში!

რუბრიკაში „გაიგე მეტი“  ნახეთ მთაწმინდის პარკში საქართველოს ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული, ყოველწლიური „ახალი ღვინის ფესტივალი“, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 61-მა ღვინის კომპანიამ და 89 საოჯახო მარანმა მიიღო მონაწილეობა. გაიცანით ღვინის ინდუსტრიაში შემოსული ახალი სახეები და გაიგეთ მეტი ქართული ღვინის შესახებ!

 

მსგავსი