„ფერმა“ – 21 ნოემბერს, 14:00

19:41, 18.11.2021

პირველად საქართველოში ყველაზე დიდი წარმადობის კაკლის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა, რომელიც პროდუქტს ყველა რეგიონიდან მიიღებს. რისი შესწავლა და რა გამოცდილების გაზიარება დასჭირდა საწარმოს ხელმღვანელს, ანა ქევხიშვილს ტექნოლოგიური პროცესის აწყობისთვის და რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი საწარმოს არსებობა კაკლის მწარმოებელი ფერმერებისათვის;

რუბრიკაში „არტიშოკი“ გაიცანით მადონა რევაზიშვილი, ახალგაზრდა მეყვავილე სოფელ ვაშლოვანიდან. საქმე, რომელიც ერთდროულად თერაპიაც არის და შემოსავლის წყაროც. გაიგეთ როგორ შეისწავლა ყვავილების ენა არტიშოკის გმირმა და როგორ აქცია ეზო სტუმრების საყვარელ ადგილად.

მსგავსი