„ფერმა“ - 21 ივლისს, 12:15 საათზე

ფერმა მეცხრე საეთერო სეზონს ასრულებს.
გაიცანით აგროგმირების კაშკაშა კოლექციის კიდევ ერთი წევრი – მაია კეზევაძე.
ქალი, რომელიც მშობლიურ მხარეს არ მოწყდა და სოფელ გელათში აგროტურიზმის განვითარება ცხოვრების მიზნად დაისახა.
100 ლარით წამოწყებული ბიზნესი, დასაქმებული თანასოფლელები და ეკო სახლი, სადაც სტუმრებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ეპატიჟებიან.

ნახეთ, ძველი ნივთებისგან შექმნილი ეკზოტიკური გარემო; სასიამოვნო დასვენებას შეთავსებული სასარგებლო შრომა; კოლორიტული ბაზარი – მუზეუმი და სიკეთე, რომელიც უკვალოდ არასოდეს ქრება.

გაიცანით ყვარლის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები, რომლებიც მეღვინეობას, მევენახეობას და მებაღეობას სწავლობენ. საქმე, რომელსაც საფუძვლად ილია ჭავჭავაძის მარანში აღდგენილი ტრადიცია დაედო. ბუნების სიყვარულზე დაფუძნებული ცოდნა, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ,,ვაზის ქომაგები” ნახეთ კვირას 12:15 – ზე ფერმაში.