„ფერმა“ – 20 სექტემბერი, 15:30
ფერმის ახალი საეთერო სეზონი, რთველი ფაფრის ველზე და ოჯახი, რომელიც ამკვიდრებს ვაზის მოვლის და ღვინის წარმოების თანამედროვე კულტურას, თითქმის დაუჯერებელი ამბავი – პანდემიის დროს გაზრდილი ღვინის ექსპორტი ევროპაში! გაიგეთ, როგორ უნდა მოუაროთ ბიოვენახს და როგორ აქციოთ ღვინო ხელოვნებად! ნახეთ, წარმატებული მევენახე-მეღვინის, ნუკრი ქურდაძის აგროპორტრეტი ვენახის ინტერიერში.
რუბრიკაში „არტიშოკი“ ნახეთ, პატარა ფერმერები სამტრედიიდან, რომლებიც საკუთარ მეურნეობას მშობლებთან ერთად უვლიან. გაიცანით, ლანდშაფტის დიზაინერობაზე მეოცნებე ფერმერი ნანა ნიკურაძე, რომელმაც შვილებს ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება ასწავლა.