„ფერმა“ – 2 მაისს, 15:30

13:31, 29.04.2021

სოფელი ბაზალეთი, გამოცდილი მეფუტკრე, ვლადიმერ ვარდოსანიძე, რომელმაც მეფუტკრეობა ოქროულის საფასურით დაიწყო.  რატომ თვლის, რომ მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობაში იგივეა, რაც ჭადრაკი სპორტში. როგორი მოვლა-პატრონობა სჭირდება ფუტკარს, რამდენად რენტაბელურია ქართული ფუტკარი და რა ინფორმაციის მატარებელია ფუტკრების ცეკვა;

რუბრიკაში „არტიშოკი“ ნახეთ მრავალშვილიანი ფერმერის, ეთო კაპანაძის საოჯახო მეურნეობა და სააღდგომო სამზადისი. დედის გამომცხვარი პასკა, შვილებისთვის მოყოლილი ლეგენდა კვერცხის გაწითლების შესახებ, წითლად შეღებილი იხვის კვერცხები და ბავშვების ჟრიამულით სავსე დღესასწაული ფერმერის ოჯახში – კვირას, 2 მაისს, 15:30 საათზე, „ფერმის“ სააღდგომო გადაცემა

მსგავსი