„ფერმა“ – 19 დეკემბერს, 14:00
დუალური განათლების მნიშვნელობა პროფესიული კადრების მომზადების და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის! ნახეთ „ფერმა“ დმანისში, სადაც შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ გაიხსნა და წელს პირველ სპეციალისტებს მოამზადებს სხვადასხვა აგრო მიმართულებით. როგორია შვეიცარიული სტანდარტი და რა პრაქტიკულ განათლებას იღებენ სტუდენტები. პროფესიულ განათლებაში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიცია და შვეიცარიელების დიდი გაკვეთილი!
რუბრიკაში „არტიშოკი“ ნახეთ ულამაზესი ორანჟერეა თელავში, სადაც ათასზე მეტი დასახელების ყვავილი ხარობს. გაიცანით ყოფილი მათემატიკის მასწავლებელი, ფიქრია ცისკარიშვილი, რომელმაც ჰობი საქმედ აქცია და საკუთარ კარ-მიდამოში ყვავილების პატარა ოაზისი მოიწყო. სოხუმში დაწყებული ყვავილების სიყვარულის თელავური გაგრძელება!