„ფერმა“ – 18 ოქტომბერი, 15:30

15:53, 16.10.2020

მებაღედ ქცეული ქირურგისა და გორის რაიონში, სოფელ კვარხითში გაშენებული უდიდესი ხეხილის ბაღების ისტორია. გაიგეთ რატომ არის ტირიფონის ველზე გაშენებული ვაშლი იტალიურზე უფრო ლოყაწითელი და როგორ განხორციელდა ხილის იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება. ნახეთ „ფერმის“ საინტერესო მოგზაურობა ხილის სამყაროში;

რუბრიკაში „არტიშოკი“ გაიცანით თბილისის რუტინას გაქცეული დვალების მრავალსულიანი ოჯახი და ნახეთ როგორია ნაფეტვრებში, პანდემიის პერიოდში დაწყებული ფერმერობა. გაიგეთ როგორ აპირებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი სოფლის მეურნეობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების შერწყმას და სად იპოვა თორნიკე დვალმა ყველაზე დიდი თავისუფლება – 18 ოქტომბერს, 15:30 საათზე გადაცემაში „ფერმა“.

მსგავსი