„ფერმა“ – 17 იანვარს, 15:30
ბოლნისის რაიონი, სოფელი რაჭისუბანი და დამწყები ფერმერი, მიხეილ რეხვიაშვილი, რომელსაც ჩინური სათბურის აშენების იდეა გადაცემა „ფერმაში“ ნანახი სიუჟეტის შემდეგ გაუჩნდა. ნახეთ ბებია-ბაბუის კუთვნილ მიწაზე დაწყებული საქმე, პანდემიის დროს შექმნილი პომიდვრის სათბური და პროფესიით სამთო გეოლოგის პირველი ნაბიჯები ფერმერობისკენ;
რუბრიკაში „არტიშოკი” გაიცანით ქალაქელი მეფუტკრე, დავით მაღლაკელიძე. გაიგეთ როგორ შეიძლება ფუტკრის მოშენება ქალაქში, რა დადებითი მხარე აქვს ურბანულ მეფუტკრეობას და როგორი გემოვნური თვისებები აქვს თბილისურ თაფლს. ნახეთ კვირას, 17 იანვარს, 15:30 საათზე, გადაცემაში „ფერმა“.