„ფერმა“ – 16 იანვარს, 14:00

18:24, 13.01.2022

ამბროლაურის რაიონი, სოფელი ძირაგეული, ხატია წვერავას საოჯახო მეურნეობა, სადაც რაჭული ლორი გამოჰყავთ. ლორის დამზადების ტრადიციული რეცეპტი, რომელიც დღემდე ზეპირსიტყვიერად, თაობიდან თაობას გადაეცემა. ნახეთ რაჭული მარნის მშვენება – ხვანჭკარა ქვევრში და ლორუკას დამზადების პროცესი. გაიგეთ რის გამოა მისი გემო განუმეორებელი;

რუბრიკაში „არტიშოკი“გაიცანით პროფესიონალ მეღვინედ ქცეული არქიტექტორი დათო ჩიხლაძე და ახალგაზრდა მეღვინე ნიკა გოგაშვილი. ნახეთ ღვინის დაბადება თბილისის ერთ უბანში, ავტოფარეხში შექმნილ მარანში და სიყვარულით ნაკეთები საქმის წარმატებული შედეგი.

მსგავსი