#ფერმა ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრთან/ როგორ ავიღოთ შეღავათიანი აგროკრედიტი
„ფერმის“ მთავარ სიუჟეტში პასუხები სოფლის მეურნეობის რეალობითა და პერსპექტივებით დაინტერესებულ ადამიანებს.
▶ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა
▶ როგორ ხორციელდება ფერმერებისთვის დაპირების შესრულება
▶ რა ბედი ელით იმ ფერმერებს, ვინც პანდემიამდე აიღო აგროსესხი და ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო ციკლიდან
▶ როგორ შეცვალა „კოვიდ-19″-მა აგროგანვითარების სტრატეგია
▶ შეძლებს თუ არა ქართული სოფლის მეურნეობა გახდეს ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა პოსტკრიზისულ პერიოდში – ინტერვიუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.
▶ რუბრიკა #გაიგემეტი ორი მცირე ფერმერის მაგალითზე, ნახეთ როგორ უნდა მიიღოთ შეღავათიანი აგროკრედიტი ერთწლიანი კულტურების დასაფინანსებლად, რა პროცედურებია გასავლელი და საქმიანობის სწორად მართვისთვის, ვისგან რა სახის კონსულტაცია გჭირდებათ.
ფერმა