#ფერმა ემიგრაციიდან ვანში დაბრუნებული ცოლ-ქმრის მეურნეობა
▪ ემიგრაციიდან ვანში დაბრუნებული ცოლ-ქმრის ამბავი, რომელმაც თხები და საქონელი მოამრავლა, ახლა კი ცდილობს თავისი პროდუქტით ადგილობრივ ბაზარზე შევიდეს.
▪ ნახეთ, როგორია ერთი დღე მცირე მეურნეობაში, სადაც საქმეს ოჯახის ყველა წევრი ინაწილებს. იმერული ყველი, ახალშობილი ხბო და თიკნები, მგლისგან დამცველი ძაღლები და ყოველდღიური ზრუნვა განვითარებისთვის.
▪ რუბრიკაში #არტიშოკი ნახეთ, ულამაზესი ორანჟერეა თელავში, სადაც ათასზე მეტი დასახელების ყვავილი ხარობს. გაიცანით მათემატიკის ყოფილი მასწავლებელი, ფიქრია ცისკარიშვილი, რომელმაც საკუთარ კარმიდამოში პატარა სამოთხე მოიწყო, ნახეთ სოხუმში დაწყებული ყვავილების სიყვარულის თელავური გაგრძელება!