„ფერმა“ – 13 თებერვალს, 14:00
ფერმა ვანიდან! როგორ გახდა ემიგრაციიდან 15 წლის შემდეგ დაბრუნებული ქეთი თომეიშვილი წარმატებული ფერმერი , როგორ აქცია ერთი სათბურით დაწყებული საქმე მრავალპროფილურ მეურნეობად და როგორ დააბრუნა თანასოფლელები ემიგრაციიდან სამშობლოში . ნახეთ, მუდამ წინსვლაზე ორიენტირებული ქალის აგროისტორია.
რუბრიკაში „არტიშოკი“ გაიცანით დავით ღრაპიაშვილი, რომელმაც ნაძალადევში ფრინველების პატარა ფერმა შექმნა და თავის ორ შვილთან ერთად უვლის. ნახეთ, თუ მოინდომებ, როგორ შეიძლება დედაქალაქშიც მოაწყო მცირე მეურნეობა!