„ფერმა“ – 12 დეკემბერს, 14:00

15:44, 09.12.2021

„ფერმის“ ახალი აგროგმირის, ერედვიდან ომს გამოქცეული ზურაბ ბორცვაძის ფერმერული ისტორია, როგორ დაკარგა სახლ-კარი და როგორ შექმნა თეთრიწყაროში დანგრეული შენობებიდან მეფრინველეობის მზარდი მეურნეობა. მიტოვებულ ნაგებობებში საკუთარი ხელით აშენებული ფერმა, მინი წისქვილი და ცხოვრების თავიდან დაწყების კარგი მაგალითი, ნახეთ ერთი მეურნე კაცის საინტერესო ამბავი თეთრიწყაროდან!

რუბრიკაში „არტი-შოკი“გაიცანით ბოლნისელი ლევან ქუქჩიშვილი, მეღვინედ ქცეული მუსიკოსი. გაიგეთ როგორ იქცა ღვინო მუსიკალური ნაწარმოების შექმნის ინსპირაციის წყაროდ და ნახეთ როგორ მზადდება შვაბური ლორი ძველი გერმანული ტრადიციით.

მსგავსი