„ფერმა“ – 10 იანვარს, 15:30

19:54, 07.01.2021

მცხეთის რაიონი, სოფელი მუხრანი. როგორ იქცა ფერმერად ყოფილი პროკურორი და როგორ შექმნა იშვიათი ჯიშის ფრინველთა სანაშენე მეურნეობა. რა ლეგენდა არსებობს ბრესის ქათმებზე და რატომ არის სასარგებლო ცისფერი და მოწითალო კვერცხი. რა სიახლეების ძიებაშია კოტე ჯაოშვილი და რა პერსპექტივას ხედავს ხილის დისტილატის წარმოებაში. ფერმერი, რომლისთვისაც ფერმერობა მსოფლმხედველობად იქცა;

რუბრიკაში „არტიშოკი“ ნახეთ 120 ლარით და სამი ბოცვრით დაწყებული საქმე, რომელიც სამ წელიწადში მცირე ბიზნესად იქცა. გაიცანით ახალგაზრდა ფერმერი ირაკლი ავალიშვილი, რომელმაც აზარტი, ბიზნესი და საქმის სიყვარული ერთმანეთს დაუკავშირა და მებოცვრეობის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას აპირებს – კვირას, 10 იანვარს, 15:30 საათზე, გადაცემაში „ფერმა“.

მსგავსი