ფერისცვალების დღესასწაული – დოღი ბახმაროში
ფერისცვალების დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ბახმაროში. სადღესასწაულო წირვის შემდეგ, რომელიც ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში აღავლინეს მღვდელმთავრებმა, იმართება სხვადასხვა ღონისძიებები. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა დოღია. ყოველწლიურად, ფერისცვალების დღეს, გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან მხედრები ბახმაროში იკრიბებიან და ისტორიულ შეჯიბრებაში მონაწილეობენ. ეს ტრადიცია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. დოღი მდინარე ბახვის წყლის მიმდებარედ იმართება და უკვე თითქმის ერთი საუკუნეა, კურორტის საზაფხულო სეზონის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად რჩება.