ფერისცვალების დღესასწაული
დღეს ფერისცვალებაა. მართლმადიდებელი ეკლესია 12 უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ღვთისმსახურება კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში აღავლინა და ქადაგების დროს ადამიანის სულიერი ფერისცვალების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესასწაული განსაკუთრებულად აღნიშნეს ბახმაროშიც, სადაც ლოცვის შემდეგ ტრადიციული დოღი მოეწყო.