ფერისცვალების დღესასწაული

12:01, 19.08.2026

მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს დღეს მართლმადიდებელი ეკლესია. სადღესასწაულო წირვას პატრიარქი შიო მესამე, სამთავროს დედათა მონასტერში აღავლენს. ფერისცვალების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. სამთავროს დედათა მონასტრიდან სადაც დილიდან ხალხმრავლობაა.

ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი