ფერებში შემონახული ფშავის ისტორია

21:42, 08.11.2026

ხალხური რეწვის მდიდარი ტრადიციები განსაკუთრებით კარგად მთაშია შემონახული. უნიკალური ნიმუშები, მივიწყებული ტექნიკები და ფშავის ისტორია, – თინა ნაყეური ათწლეულებია, ძველი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ფერადი ორნამენტებით გაწყობილი ფარდაგები, შინნაქსოვი შალის სამოსი და უძველესი საიდუმლოებები, ამ ყველაფრის აღდგენას მან ათწლეულები მიუძღვნა. მთაში მცხოვრები ქალებისთვის ხელსაქმეში დაოსტატება აუცილებელი მოვალეობა იყო, ამიტომ ისინი მატყლის დამუშავებასა და ღებვას ბავშვობიდანვე სწავლობდნენ.

სწორედ ამ ტრადიციების შესახებ ამოიკითხავთ წიგნში „მცენარეული საღებავები ფშაურ ტრადიციულ რეწვაში“, რომელშიც ავტორმა არაერთ სოფელში მოძიებული, ზეპირსიტყვიერად შემორჩენილი ცნობები გააერთიანა.

მსგავსი