„ფედერალისტების“ რიგით მეორე ყრილობა
პოლიტიკურმა გაერთიანება „ფედერალისტებმა“ რიგით მეორე ყრილობა გამართა. ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრები, გაერთიანების თავმჯდომარე და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები წარადგინეს. პოლიტსაბჭოს წევრები პრაიმერიზის გზით შეირჩნენ. ცნობისთვის, პირველი ყრილობის შემდეგ პარტიის რეგისტრაციაზე უარი მიიღეს, თუმცა განაცხადის შეტანას იუსტიციის სამინისტროში ისევ აპირებენ. შეხვედრის მიწურულს დაგეგმილია საქველმოქმედო საღამო – „ბუჩამდე იყო აფხაზეთი.“