„ფედერალისტების“ განაცხადი პარტიის დაფუძნების შესახებ

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თანაგუნდელებთან ერთად იუსტიციის სახლში პარტიის დაფუძნების შესახებ განაცხადი შეიტანა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, იუსტიციის სახლს უკვე მეორედ მიმართეს რადგან პირველ ჯერზე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ფედერალისტები“ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.