ფაშინიანის ვიზიტი რუსეთში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბუგრს ეწვია. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. დღეს ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ხვალ კი დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურების არაფორმალური სამიტი გაიმართება. როგორც სომხური მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.