დღეს საქალაქო სასამართლო პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეზე იმსჯელებს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოში სხდომა ამ წუთებში უნდა დაიწყოს. საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათ შორის ის ადამიანი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ფარული ჩანაწერი იუთუბიზე ატვირთა.
გიორგი კობერიძე გვერთვება პირდაპირ ეთერში – გაკეთდა თუ არა კომენტარები, რა პოზიცია აქვს ბრალდებისა და დაცვის მხარეს.