ფარული ჩანაწერების საქმე  

ახალი დეტალები ფარული ჩანაწერების საქმეში.

დღეს ბრალი კიდევ 2 პირს წარედგინა, მათ შორის ერთ-ერთი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ის პირიოვნებაა, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები სოცილაურ ქსელში პირველმა ატვირთა.

ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 2019 წლის იანვარში ჩადენილი მკვლელობისთვის, სომხეთში ამჟამადაც პატიმრობაში იმყოფება.

გამოძიების ინფორმაციით, მას დეპუტატის ფარული ვიდეო ციხეში ყოფნისას რუსეთის მოქალაქემ გადაუგზავნა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ კადრები ფარულად, უკანონოდ 2012 წლის მაისის თვეში გადაიღეს, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

გიორგი კობერიძე დეტალებით.