ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში

საქართველოში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, პროექტი „ფარიკაობა პლანეტისთვის“ განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი აქტივობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. კერძოდ, კრწანისის ტყეპარკში, გადაშენების პირას მყოფი 30 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს. კოლხური ხოხობის პოპულაციის გაზრდა ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლებისა და ბუნებაში აღდგენის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.