FARA-ს კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივა აშშ-ში 

21:30, 18.09.2026

ამერიკაში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის, იგივე „ფარას“ შესაძლო გამკაცრება პოლიტიკური დღის წესრიგის თემაა საქართველოში. ერთი წლის წინ ჩვენს ქვეყენაში ფარას ქართული ანალოგი წინააღმდეგობის ფონზე მიიღეს. მმართველი გუნდი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე  და ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჰიბრიდული მეთოდებით ჩარევის გახშირებაზე მიუთითებს და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიდგომას სრულად იზიარებს. „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებით, თავის დროზე ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გარე ძალებთან ერთად შესაბამისი კანონის წინააღმდეგ ყალბი და მიზანმიმართული კამპანია აწარმოეს. შეფასებები მას შემდეგ კეთდება, რაც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა  მოქალაქეებს შეახსენა ფედერალური  კანონი, რომელიც ფიზიკურ პირებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი ამერიკაში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ. პარალელურად, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა. მისი კანონპროექტი „ფარას“ კანონში ცვლილებებს და რეგულაციების ინფლუენსერებზე გავრცელებასაც ითვალისწინებს.

მსგავსი