ფარა-ს დოკუმენტები - პოლიტიკური შეფასებები

ფარა-ს დოკუმენტები ისევ ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლობირებისთვის გადახდილ თანხებზე. მედიის მტკიცებით, 2025 წელს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობისტური საქმიანობისთვის დაქირავებული ჰყავდა კომპანია „ნელსონ მალინსი“, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან დღემდე საქართველოს შესახებ კამპანიას აწარმოებს, მიზანი კი, გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნისა და „მეგობარი აქტის“ შესახებ კონკრეტულ მედიასაშუალებებში კრიტიკული სტატიებისა და სიუჟეტების გამოქვეყნებაა. გავრცელებული ინფორმაცია არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტურ კომპანიებს ქირაობს. ოპოზიცია კი ხელისუფლებას ახსენებს, რომ ლობიზმი შეერთებულ შტატებში მიღებული პრაქტიკაა.