ფალავნობა კოჯორში
კოჯორში ქართულ ჭიდაობაში გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი ტარდება.
ორგანიზატორი მთაწმინდის გამგეობა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია არიან. კოჯორელი გურამ თუშიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრია. წელს კი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავანი გახდა. ორთაბრძოლები ექვს წონით კატეგორიაში იმართება. აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ფალავანი ტრადიციულ პრიზს, ცხვარს მიიღებს.