ფადი ასლის განცხადება - გამოხმაურება

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ირაკლი კობახიძემ მედიასთან ისაუბრა ფადი ასლის განცხადება იყო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ფსევდოლიბერალების გამორჩეულ პროპაგანდისტად იხსენიებს და ამბობს, რომ ფადი ასლის განცხადება მონური აზროვნების გამოხატულებაა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა განცხადება საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დაბრუნების პირობებშიც კი, ისმის კითხვა, უნდა თუ არა ერს ორ სეპარატისტულ რეგიონთან გაერთიანება და რუსეთის მონობა?