ევროვიზია 2025

ათი დღე ევროვიზიის კონკურსის დაწყებამდე. ქართველი კონკურსანტი შვეიცარიაში წასვლამდე ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებშია ჩართული. მარიამ შენგელია სიმღერით Freedom 15 მაისს მეორე ნახევარფინალურ ტურში წარდგება და მეათე ნომრად იმღერებს. მანამდე კი ბაზელში რეპეტიციებია დაგეგმილი.

წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველოს ქულებს გასული წლის ფინალისტი, ნუცა ბუზალაძე გამოაცხადებს – მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟი.

 

ევროვიზია