ევროვიზია 2025

12:38, 16.05.2025

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე კიდევ ათი ფინალისტის ვინაობაა ცნობილი. ფინალში გადავიდნენ ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი. საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია მეორე ნახევარფინალურ შოუზე ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად წარდგა საკონკურსო სიმღერით Freedom, თუმცა, ფინალში გადასასვლელად საქართველომ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური ხმის მიცემაში არ მონაწილეობს. ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი გუშინდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად მოხვდნენ.

17 მაისს ევროვიზია 2025-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მარიამ შენგელიას შთამბეჭდავი გამოსვლა ევროვიზია 2025-ის ნახევარფინალში [ვიდეო]

მსგავსი