ევროვიზია 2024

ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე მეორე ნახევარფინალურ ნაწილში გამოვა. წილისყრის შედეგად უკვე ცნობილია, მსმენელის წინაშე რომელი ქვეყანა რომელ დღეს წარდგება.

საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, დანია, სომხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლატვია, სან-მარინო და ბელგია.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთში გაიმართება.

ევროვიზია