„ევროვიზია 2020“

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, მსოფლიო პანდემიის გამო, „ევროვიზია 2020“-ის გაუქმების მიუხედავად, 16 მაისს კონცერტი გაიმართება. „ევროპა, აანთე შუქი“ – ასე ერქმევა კონკურსს, რომელშიც ფინალის ნაცვლად, ყველა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ევროვიზიის კონკურსში, თორნიკე ყიფიანი მონაწილეობს. შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.