"ევროვიზია 2018"-ის გამარჯვებულის ვინაობა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი 

ვინ გახდება “ევროვიზია 2018”-ის გამარჯვებული, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ფინალური შოუს დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მღელვარება კონკურსანტებს შორის პიკს აღწევს. 43 მონაწილე ქვეყნიდან, ფინალში 26 მოხვდა.

ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი და მასშტაბური ფესტივალის ფავორიტების სია საათობრივად იცვლება. შოუ, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ელოდება, 23:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.