ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში საქართველოზე 

21:33, 24.06.2026

საქართველოს საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში აქტუალობას არ კარგავს. ევროპარლამენტის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: რამდენიმე წუთის წინ ჩვენი ქვეყნის შესახებ კიდევ ერთი მძიმე შინაარსის ანგარიში 83 ხმით ხუთის წინააღმდეგ მიიღეს. მანამდე კი სტრასბურგში პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა. მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის გზავნილები და მოწოდებები ბოლო წლებში მიღებული რეზოლუციების ჩანაწერების იდენტურია. საუბარია დემოკრატიულ უკუსვლაზე, რეკომენდაციების იგნორირებაზე, ოპოზიციის პოლიტიკურ დევნაზე, სამოქალაქო სექტორის შევიწროებაზე, ერთპარტიული დიქტატურის საფრთხეზე. მოთხოვნილია რამდენიმე კანონის, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის უკან გაწვევა, პარტიების აკრძალვის გეგმის გაუქმება და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელების მომზადება. შეგახსენებთ, რომ მეორე წელია, ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აღარ არის წარმოდგენილი. მიზეზი დელეგაციის წევრთა უფლებამოსილების კონკრეტული დათქმებით ცნობაა, რასაც ქართული მხარის პროტესტი მოჰყვა.

მზარდი კრიტიკა და ზეწოლა ევროპიდან და ოფიციალური თბილისის პასუხი, იქნება თუ არა ანგარიშის ძირითადად ჩანაწერებზე რეაგირება – თამუნა წიკლაური დეტალებით.

მსგავსი