ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 – პოლიტიკური შეფასებები
2008 წლის 2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია № 1633 – „საქართველო-რუსეთის ომის შედეგები“. რასაც შემდგომში „ქართული ოცნების“ მწვავე შეფასება მოჰყვა. რატომ დაეთანხმა ქართული მხარე ქართველი სამხედროების დადანაშაულებას? „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუცია ქართველ სამხედროებს ომის დაწყებასთან ერთად, ომის დანაშაულებსაც აბრალებს, ისევე როგორც რუსულ ჯარს. დოკუმენტს რუსეთმა ხელი არ მოაწერა. განსხვავებით ყოფილი ხელისუფლებისგან.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კენჭისყრას მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები ესწრებოდნენ. მიიღეს დოკუმენტი, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები რუსული ძალების მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა. ამავე რეზოლუციით, ქართველ სამხედროებს უკავშირდებოდათ ძალების არაპროპორციული გამოყენება და სამხედრო დანაშაულის ჩადენა.