ევრორეკომენდაციებზე მუშაობის პროცესი

ე.წ. ვეტინგის მოდელს მხარს უჭერს მესამე სექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მმართველ გუნდს ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკუთარ ხედვას სთავაზობს. მოცულობითი დოკუმენტის ავტორები ის 11 ორგანიზაციაა, რომლებიც ცხრაპუნქტიანი დავალების შესასრულებლად სამუშაო ფორმატებში არ მონაწილეობენ. ხედვის ავტორებს სასამართლოს რეფორმირება ე.წ. ვეტინგის სისტემით ესახებათ. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ რიტორიკის და ანტიდასავლური განცხადებების შეწყვეტა, საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა, ცესკო-ს თავმჯდომარის კვალიფიციური უმრავლესობის მიერ არჩევა, პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის პოლარიზაციის შემცირება, კონსტრუქციული თანამშრომლობა ოპოზიციასთან, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობის დროს ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება – ეს იმ ნაბიჯების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გადადგმას 11 ორგანიზაცია ხელისუფლებისგან ითხოვს.

41-გვერდიან ხედვას ნეგატიური რეაქციები მოჰყვა.