„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა.
მათ შორის არიან როგორც ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმებული კანდიდატები, ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრები.
მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები არიან: 1. ხონი – ზურაბ ჯიბუხაია; 2. თერჯოლა – ზურაბ ბუცხრიკიძე; „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატები იქნებიან: 1. ამბროლაური – მაია კაციტაძე; 2. ახალქალაქი – არსენ კარაპეტიანი; 3. მარნეული – აჰმედ იმამკულიევი; 4. ახალციხე – ზურაბ სადათიერაშვილი; 5. გორი – ეთერ ჯალაღანია; 6. ხობი – მარიამ შონია; 7. სამტრედია – ჟუკიანა ფოფხაძე; 8. თეთრიწყარო – ნინო დავითაშვილი; 9. კასპი – აკაკი (კახა) გეჯაძე.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებს. ბათუმი – ვახტანგ კალოიანი; ფოთში – ვახტანგ დარცმელიძე; საჩხერეში – კობა მოდებაძე. „ევროპული საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები იქნებიან: დუშეთი – მერი ფოლადაშვილი; ხობი – მამუკა ჭოხონელიძე;. სამტრედია – ავთანდილ სტურუა.
რუსთავში ვიცე მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატია ინგა სიხარულიძე.