„ევროპული საქართველოს“ მიმართვა

„ევროპული საქართველო“, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, მოსწავლეების ტესტირების აუცილებლობაზე საუბრობს. პარტიის ინიციატივით, წინასწარი შემოწმებით ვირუსის გავრცელების შეჩერება იქნება შესაძლებელი. სერგი კაპანაძე აღნიშნული წინადადების განსახილველად ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს, ასევე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მიმართავს.