„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პირველი ნოემბრიდან საქართველოში შემოსვლის დროს საქართველოს მოქალაქეს „პისიარ“-ტესტის უარყოფითი პასუხის არსებობის შემთხვევაში კარანტინის გავლა აღარ მოუწევს. კანდელაკის თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმება სწორედ „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა იყო. ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობა საქართველოში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ დაბრკოლებას უქმნიდა.