„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული ზრდა ხელისუფლების არაკომპეტენტური მმართველობის შედეგია,“ – განაცხადა ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. პარტიის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ჭიაბერაშვილმა მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას ვირუსის წინააღმდეგ განხორციელებული რეგულაციები დაუწუნა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიას ის ექვსი კითხვა გააცნო, რაზეც პასუხს გიორგი გახარიასგან ითხოვს. საუბარია ჯანდაცვის, როგორც პირველადი, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნაზე, სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, სოციალურ ღონისძიებებზე, განათლების სფეროსა და ეკონომიკაზე.