„ევროპული საქართველოს“ განცხადება

ოპოზიცია მიმდინარე წლის ბიუჯეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების ზრდას აპროტესტებს.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია რის საფუძველზე შედის აღნიშნული ცვლილება ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება. როგორც საბიუჯეტო ცვლილებების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ დაფინანსება არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტს ეზრდება.